"საქართველო როგორც ტრენდი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული და საინტერესოა. ჩვენს მიმართ დიდი ინტერესი აქვთ ევროპის ქვეყნებს. ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების რეიტინგში ქვეყანა უფრო წინ წავიდა და ჩამოიტოვა მაგალითად ავსტრია და ბევრი საინტერესო ქვეყანა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასევე ხელს შეუწყობს მდგარი ტურიზმის განვითარებას, მსგავსი შეფასებები ძალიან სჭირდება ქვეყანას, შემდეგ არის სერვისი რომელზეც ჩვენ ვზრუნავთ და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ბევრს შევცვლით ამ მიმართულებით"-განაცხადა ქეთევან მელაძემ, რომელიც დღეს სასტუმრო "იოტაში" გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევების შედეგები გააცნო. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურუსტულად მზარდი ქვეყნების სიაშია. საერთაშორისო კვლევითი პორტალის Numbeo-სმონაცემებით 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთანშედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.