ბრიტანელი კონსერვატორები გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენ. ეს მოთხოვნა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის „ბრექსითის“ საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებებით გამოწვეული უკმაყოფილებით არის განპირობებული. ინფორმაცია the Telegraph-მა გაავრცელა.
ბრიტანული მედიის ცნობით, კონსერვატორმა დეპუტატებმა უკვე შეადგინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების სია, სადაც ბრიტანეთის მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი, შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავადი, ჯანდაცვის მინისტრი მეთიუ ჯენკოკი და სხვები არიან მოხსენიებული.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად დატოვებს ევროკავშირს.