პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.
კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა “შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბიუროს წევრებთან კონსულტაციების გამართვის საჭიროებას გაუსვა გაზი.