საქართველოში დემონტირებული "დიდების მემორიალის" ყველაზე კარგ ანალოგად მოსკოვში, ხმათა უმრავლესობით, პროექტი სახელწოდებით "რაიხსტაგი" აირჩიეს. სწორედ ეს პროექტი მოეწონა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს _ ეს არის სიმბოლო რუსი და ქართველი ხალხის ერთობლივი ბრძოლისა ფაშიზმის წინააღმდეგ. ეს მემორიალი მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" აღიმართება - წერს "როსიისკაია გაზეტა".
მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სახსოვარი სიმბოლო 2010-2011 წლებში "პოკონნაია გორაზე" დიდი სამამულო ომის მუზეუმის უკან დაიდგმება.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მერმა იური ლუჯკოვმა მოსკოვის მთავარ არქიტექტორს ალექსანდრე კუზმინს დაავალა მემორიალის ანალოგის დადგმასთან დაკავშირებული დეტალების მოგვარება ადგილის შერჩევა და კონკურსის ორგანიზება.
სულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 20 სამხატვრო კოლექტივმა რუსეთიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან, რომლებმაც 25 პროექტი წარმოადგინეს. ყველა პროექტი "მოსკომარქიტექტურის" საგამოფენო დარბაზში იყო წარმოდგენილი.
კომისიამ მათგან ექვსი საუკეთესო შეარჩია და დიდ სამამულო ომის დიდების დარბაზში გამოფინა. ყველა მსურველს შეეძლო ხმა მიეცა მოწონებული პროექტისათვის. დიდი სამამულო ომის მუზეუმში თავისი აზრი 1500 ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა და კიდევ 65 000-მა ინტერნეტით მისცა ხმა. მათმა უმრავლესობამ უპირატესობა მიანიჭა პროექტს პირობითი სახელწოდებით "რაიხსტაგი".
"გამარჯვება მოიპოვა სამხატვრო კოლექტივმა რომელსაც რუსეთის დამსახურებული მხატვარი სალავატ შერბაკოვი და სახალხო მხატვარი ანდრეი კოვალჩუკი ხელმძღვანელობენ", _ განაცხადა მოსკოვს მერმა იური ლუკოვმა კონკურსის შედეგების გამოცხადებისას.
პროექტი "რაიხსტაგი" _ რაიხსტაგზე დროშის აღმართვით გამარჯვების აპოთეოზის გამოხატულება. დროშასთან დგანან სერჟანტი ეგოროვი და უმცროსი სერჟანტი ქანთარია. უფრო ქვემოთ - განმათავისუფლებელი ჯარისკაცები საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან. პროექტში არის არის ასევე უკანა ფონი - ეს არის კედელი, რომელიც ქუთაისში დანგრეული "დიდების მემორიალის" სილუეტია.
პროექტი მომზადებულია სამხატვრო კოლექტივის მიერ რომელსაც რუსეთის დამსახურებული მხატვარი სალავატ შერბაკოვი, სახალხო მხატვარი ანდრეი კოვალჩუკი და არქიტექტორი ვასილი პერფილიევი.
მოსკოვის მერის მოადგილის ვალერი ვინოგრადოვის თქმით, მემორიალისათვის თანხა შემოწირულობებით გროვდება. სულ შეგროვილია 7 მილიონი რუსული რუბლი. "ეს თანხა არასაკმარისია ამიტომაც შემოწირულობების მიღება გრძელდება", _ განაცხადა ვინოგრადოვმა.
მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" მემორიალი 19 დეკემბერს უნდა აღიმართოს - ქუთაისში "დიდების მემორიალის" დანგრევის წლისთავზე.