ENG / RUS

დავით ონოფრიშვილი: ”თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნებში დამოუკიდებლად გავალთ

რესპოდენტის შესახებ

გაზპრომისადა საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, „ჯი-ეიჩ-ენ“- საპარლამენტო ფრაქციათავისუფელი დემოკრატებისწევრს, დავით ონოფრიშვილს ესაუბრა:

-„გაზპრომთანდაკავშირებული შეთანხმება ხანგრძლივი დებატების შემდეგ, იმ პირობებით დასრულდა, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ჯერ კიდევ 2006 წლიდან არსებობდა. არის თუ არა ეს ის შედეგი, რომლის მიღწევითაც საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმუმი გაააკეთა?

-„გაზპრომის“ თემა ბოლო თვეების განმავლობაში მწვავე იყო. ალბათ, გახსოვთ ვითარება, როცა ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, „გაზპრომი“ საქართველოს აშანტაჟებსო და ისეთი გამოუვალი მდგომარეობა დაგვიხატა, რომ ხელშეკრულება თუ არ შეიცვლებოდა, რომლითაც ჩვენ 10%-ის გაზის სანაცვლოდ ფულად საფასურს მივიღებდით, ქვეყნისთვის წამგებიანი იქნებოდა. ამასთან, საუბარი იყო, რომ გაზის რაოდენობა, რომელიც ჩვენ მომავალში დაგვჭირდებოდა, ასევე „გაზპრომის“ უნდა მოეწოდებინა, რაც საქართველოს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ჩვენ ვიცით, რომ „გაზპრომი“  პოლიტიზირებული და კრემლის მიერ მართვადი კომპანიაა და ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია საქართველოსთვის. ამას ემატებოდა მინისტრ კახი კალაძის ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფაქტია, საზოგადოებამ, ოპოზიციამ და მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატებმა“ არაერთხელ მკაცრად განვაცხადეთ, რომ მინისტრი და მისი უწყება ვალდებული იყო გამოენახა ალტერნატიული შესაძლებლობები, მათ შორის, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, ირანიდან და რა თქმა უნდა, თავად აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია და თავიდანვე აცხადებდა, რომ მას ჰქონდა საშუალება მომავალში გაზის მოწოდება გაეზარდა. გარკვეული პერიოდი ამის იგნორი ხდებოდა და პრიორიტეტი გაზპრომს ეძლეოდა. დღეს უკვე ფაქტია, რომ აზერბაიჯანთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც  საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ხოლო „გაზპრომთან“ ხელშეკრულება ძველ პირობებში დარჩა. ეს სწორედ იმის შედეგია, თუ როგორ უნდა გაუწიოს საზოგადოებამ წინააღმდეგობა მთავრობის მცდარ პოზიციას და არასწორ ნაბიჯებს, რომლის გადადგმასაც ამ კონკრეტულ შემთხვევეაში, ენერგეტიკის მინისტრი და სამინისტრო აპირებდა და ამის გამო, აპოკალიფსური მდგომარეობა დაგვიხატა. აღმოჩნდა, რომ საქმე სხვანაირად დგას - თუ იმუშვებ, ყველა მხარეს შეხვდები, შედეგის მიღებაც შესაძლებელია, რომელიც საქართველოს ინტერესების თანხვედრია.

-იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მხრიდან აღნიშნული მილსადენი საქართველოზე პოლიტიკური ზემოქმედების ფუნქციასაც ასრულებს, „თავისუფალი დემოკრატებიროგორ აფასებს იმ პირობების შენარჩუნებას, რითაც დასრულდაგაზპრომთანქართული მხარის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები?

- „გაზპრომთან“ ამ ეტაპზე სტატუს ქვო შენარჩუნებულია და რეალურად რისკები არ გაზრდილა. „გაზპრომთან“ მიმართებაში ყველა რისკი ძველ დონეზე დარჩა და რა თქმა უნდა, ეს კარგია. ბუნებრივი აირის მოწოდების ერთ წყაროზე დაყრდნობა შეუძლებელიც არის, რადგან ამ გაზსადენით რუსეთი სომხეთს ამარაგებს და თავისთავად, ეს უკვე მოცემულობაა, რასაც ვერ შევცვლით.

-მომავალ კვირაში, პრაღაში კარასინ-აბაშიძის შეხვედრა იგეგმება, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მომზადებას შეეხება. საზოგადოებისთვის ცნობილია მთავარი პოლიტიკური მიზეზები, რის გამოც  რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების დონეზე  შეხვედრა დღემდე არ გამართულა. დღევანდელი რელობების პირობებში, ამას რამდენად აქვს აზრი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების თვალსაზარისით?

-ბოლო წლებია, პერიოდულად სხვადასხვა დროს ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა მზადდება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი შეხვედრა არ გამართულა. პირდად, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ახლო მომავალში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ძნელია ვივარაუდო, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა და მიმაჩნია, რომ იგი უნდა გაიმართოს თუ რეალურ შედეგზე იქნება ორიენტირებული. როგორც მახსოვს, საქართველოს პრეზიდენტმა ადრე თავად განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუკი ამით რაიმე შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი. ასეთ რეალობას ნაკლებად ვხედავ და ამიტომ სკეპტიკურად ვარ განწყობლი.

-„თავისუფალი დემოკრატებიოპოზიციური ფრთის ერთადერთი სუბიექტია, რომელსაცრესპუბლიკელებისპოტენციურ პარტნიორად მოიაზრებენ. სახელისუფლებო კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად, თუკი საპარლამენტო არჩევნებამდე, მისი დაშლის საკითხი დღის წესრიგში მაინც დადგება, ფიქრობს თუ არა, თქვენი პარტია შესაძლო ალიანსის შექმნაზე?

-ნაკლებად რეალურად მეჩვენება, რომ „რესპუბლიკელები“ სხვადასხვა წინააღმდეგობების მიუხედავად, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დატოვებენ. „რესპუბლიკელებს“ არც თავად აქვთ კოალიციიდან გასვლის სურვილი, რაც მათივე განცხადებებიდან კარგად ჩანს. თავად კოალიციის შიგნითაც აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილს სურს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს, მეორე ნაწილს სურს, რომ „რესპუბლიკლები“  კოალიციაში იყვნენ. თუკი, არსებულ მოცემულობას ავიღებთ და იმასაც გავითვალსიწინებთ, რომ მეორე წელია, „თავისუფალი დემოკრატები“ დამოუკიდებლად ვსაქმიანობთ, რაიმე ალიანსის შექმნაზე ლაპარაკი ზედმეტია. პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ არანაირ კოალიციაში შესვლას არ ვგეგმავთ და საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას ვაპირებთ. ამ დროის განმავლობაში, ჩვენმა პარტიამ გაზარდა და გააძლიერა პარტიული სტრუქტურები, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, გვაქვს მკაფიო საარჩევნო პროგრამა, კონკრეტული ხედვები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და გადაიჭრას ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები. რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, ცხადია, პროდასავლურ და რეაფორამტორულ ძალებთან ვითანამშრომლებთ. დღეს, პარლამენტში ისედაც არსებობს კანონმდებლობის მთელი რიგი საკითხები, სადაც კოალიცია „ქართული ოცნება“ და „თავისუფალი დემოკრატები“ თანამშრომლობენ, რაც ქვეყნისთვის სასიკეთოდ კეთდება. ასე რომ, არც „რესპუბლიკელებთან“ და არც სხვა პარტიებთან „თავისუფალ დემოკრატების“ წინასაარჩევნო თანამშრომლობაზე საუბარი ზედმეტია.

-რამდენიმე დღის წინ კოალიციის წევრების პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გაკეთდა განცხადებები, რომქართული ოცნებადარესპუბლიკელებიორპარტიულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საზოგადოებისთვის ბოლომდე გასაგები არ არის, თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული ფორმა. ამასთან, კახი კალაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს განსხვავებული მსოფლმხედველობა  აქვთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს გამართლება ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალებში არსებული ასეთ განსხვავებებას?

- კოალიციაში, რომ განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ, ეს ცნობილია იმ გამონათქვამებიდან და განცხადებებიდან, როგორც თავად კოალიციის სუბიექტები საუბრობენ. ზოგიერთი მათგანი პროდასავლურია, ზოგი -საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიმართ სენტიმენტებს გამოთქვამს და სტალინის რეჟიმი ენატრება. მაგრამ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ თავის დროზე  კოალიციამ წინასაარჩევნოდ ერთიანი ხედვის დოკუმენტი მიიღო, რასაც მასში შემავალმა ყველა სუბიექტმა ხელი მოაწერა. მაშინ, კოალიციაში გაერთიანებული სუბიექტების და ხალხის ნება ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლება ოპოზიციაში გაეშვა, სხვანაირად ქვეყნის მართვა უკვე შეუძლებელი იყო, მოსახლეობა ყველა მხრივ უდიდესი პრობლემების წინაშე იდგა და ეს გამაერთიანებელი ფაქტორი იყო. რადგან მაშინდელი რეალობა დღეს აღარ არსებობს, ამიტომ თავი იჩინა შიდა თავისებურებებმა, რაც მათ სააგრეო, საშინაო პოლიტიკაზე, რეფორმების გატარებასა და მის ტემპებზე გააჩნიათ. ცხადია, ასეთ მდგომარეობაში ძალიან რთულია ამ ტიპის კოალიციის შენარჩუნება. რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, როგორ შეინარჩუნებენ კოალიციის რეჟიმში არსებობას, საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლას და მასში მონაწილეობას, რთული სათქმელია. შესაძლოა, არჩევნებამდე დაიშალონ, ან შეინარჩუნონ კოალიცია, მაგრამ სხავადასხვაობები იმდენად ღრმა არის, რომ არჩვენებში ერთადაც რომ მიიღონ მონაწილობა, პარლამენტში შესვლის შემდეგ შეიძლება მაინც დაიშალონ. დღევანდელ კოალიციაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია, თუნდაც ის, რომ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა, ზუსტად ვერავინ ვერ აღიქვა. „რესპუბლიკელები“ სხვანაირად განმარტავენ, „ქართული ოცნების“ პარტიული ხელმძღვანელობის ნაწილმა კი საერთოდ არ იცის, რაზეა საუბარი. ამაზე მეტს, ვერც მე გეტყვით. ეს ჩვენი თავსატეხი არ არის. „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩვენი არჩეული გზა გვაქვს. სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც რეალურად ესაუბრება ხალხს, ვისმენთ მათ პრობლემებს და ვიცით ადამიანების განწყობები, ვიცით როგორ მოუგვაროთ პრობლემები. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროგრამა არის საუკეთესო, რათა ჩვენი ხედვები ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვახორციელოთ, ჩვენ შევპირდებით იმას რისი გაკეთებაც რეალურად შესაძლებელია ყოველგვარი დემაგოგიისა და პოპულიზმის გარეშე.

-თუკი სტრატეგიულ თანამშრომლობასთავისუფალი დემოკრატებისთვალსაწიერიდან შეხედავთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი დარესპუბლიკელებისხედვა ქვეყნის ფუნდამენტალური განვითარების თაობაზე ერთმანეთთან თანხვედრაშია, რაც სამომავლო პარტნიორობაში შეიძლება გამოიხატოს?

-ზოგადად, „რესპუბლიკური პარტიაც“ პროდასავლური ძალაა და ჩვენც. არის რიგი საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ რაიმე გაერთიანებაზე, ან თანამშრომლობაზე საუბარი არც ახლა მიდის და ამის შესაძლებლობას ვერც უახლოეს მომავალში ვხედავთ. ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გავალთ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვეა დარჩენილი და გამოვრიცხავ, რომ ამ დროში, ჩვენ ვინმესთან დაახლოებას ვაპირებდეთ. იდეოლოგიასა და ხედვებზე, რომელზეც ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული, სხვა პარტიებს ჩვენს გარშემო ამავე პლატფორმაზე ვერ მოვიაზრებთ.

ჯი-ეიჩ-ენი“, ხათუნა ხატიაშვილი

 

ავტორი: . .