ყველა პროდასავლურ ძალასთან გვაქვს კოორდინაცია, - თქვა გიგა ბოკერიამ “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთ ბლოკში გაერთიანების შესახებ.
მისი თქმით, პოლიტიკურ უხერხულობას ქმნის ნათი ჩავარდნები იმ პერიოდიდან, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და არა, ის რომ ადამიანი, „ვინც სამართლიანად გვაკრიტიკებდა, დღეს ჩვენთანაა“.
„პირიქით, ესაა დასტური იმისა, როგორია ჩვენი გულწრფელი ხედვა და გაანალიზება წარსულის შეცდომების. მაგალითად, ისეთი ჩავარდნა, როგორიც იყო გირგვლიანის საქმე, ეს შემთხვევა ყველაზე მძიმე ჩავარდნა იყო. მაგრამ ეს არის გაკვეთილი, რომელიც ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. გვჭირდება ეფექტური და ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რათა არასდროს მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.
"ევროპულმა საქართველო“ და "თავისუფალმა დემოკრატები" ერთ ბლოკში გაერთიანდნენ და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს.