თარიღი    დრო

რევაზ სოხაძე: ტრაგედია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდ დიღომში დატრიალდა, სახლების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული არ არის

საქართველო, თბილისი - 12:04 01.18.2019 222

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ მშენებლობებთან და საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებზე განცხადება გააკეთა. როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, თბილისის მერმა დღეს განმარტა, რა შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში. 

„ის ფაქტი, რომ დღეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, გამოწვეულია იმით, რომ 2009 წელს, წინა ხელისუფლების დროს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, სადაც გაუქმდა ნორმა, რომლის მიხედვითაც სახლებში, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, აკრძალული იყო მოსახლეობის შესახლება,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ თემაზე ოპოზიციის განცხადებები და ბრალდებები მიუღებელია.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები ოპონირებისთვის ამორალურ მეთოდებს იყენებენ და ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათ მიერ წამოყენებული ბრალდებები არა მხოლოდ არაკვალიფიციურია, არამედ მორალთანაც ძალიან შორს დგას. მე ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, როდესაც აზრებს გამოთქვამენ, კარგად შეისწავლონ საკითხი. ტრაგედია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდ დიღომში დატრიალდა, სახლების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული არ არის,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა.

რევაზ სოხაძემ საინჟინრო ქსელების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინჟინრო ქსელების ექსპლუატაცია შენობის ექსპლუატაციაში მიღებას საერთოდ არ უკავშირდება.

„ეს აბსოლუტურად სხვა თემით რეგულირდება და კონკრეტული მარეგულირებელი სამსახურებს და ენერგოკომპანიებს ეხება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საუბარია გაზმომარაგებაზე, ყაზტრანსგაზი ვალდებულია შესაბამისი პროექტის მიხედვით ჩაატაროს სამუშაოები და შემდგომში ჩაიბაროს  საინჟინრო ქსელი. ეს მერიის და ზოგადად მუნიციპალიტეტის კომპეტენცია  საერთოდ არ არის,“- დასძინა რევაზ სოხაძე.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბევრი რეგულაცია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა, ისევ აღდგა. რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და სახლის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული ნორმაც აღდგება.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85%
შემცირდა 12%
არ შეცვლილა 3%