თურქეთის ხელისუფლებამ 118 სამხედრო მოსამსახურე დააკავა ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირის ბრალდებით. ამის შესახებ ტელეარხი NTV იუწყება.
მისი მონაცემებით, სტამბოლის სასამართლომ 14 დეკემბერს 216 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა, ოპერაცია სტამბოლის პროვინციის 45 რაიონში ჩატარდა. სასამართლომ უკვე განიხილა 160 დაკავებული სამხედროს საქმე და მოსმენის შედეგად მათგან 118 დააპატიმრა.
2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედოების ნაწილმა სახელმწიფო გადატრიალება სცადა. ძირითადი მოვლენები სტამბოლსა და ანკარაში გაიმართა. დაიღუპა 250 ადამიანი და დაიჭრა 2 ათასზე მეტი. პუტჩის მზადებში ანკარა ფეთჰულაჰ გიულენსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაცია FETO-ს ადანაშაულებს.