თარიღი    დრო

ჭაბუა ამირეჯიბს 97 წელი შეუსრულდებოდა

საქართველო, თბილისი - 08:09 11.18.2018 93

დღეს, 18 ნოემბერს ქართველ მწერალს, ჭაბუა ამირეჯიბს, 97 წელი შეუსრულდებოდა. ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1939 წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან წაიყვანეს ჯარში. ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტია, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი.

1943 წელს ის დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით და მიუსაჯეს 25-წლიანი პატიმრობა. სასჯელი შეუცვალეს დახვრეტით. სამთვენახევარის, შემდეგ კვლავ შეუცვალეს განაჩენი 25-წლიანი პატიმრობით. პატიმრობის მანძილზე სამჯერ გაიქცა. დახვრეტა მეორედაც მიუსაჯეს, რაც შემდგომ შეცვალეს და ახალი ვადა დაუმატეს. საერთო ჯამში, მას 83 წელი ჰქონდა მისჯილი. პატიმრობის 16 წელი გაატარა ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში.

ჭაბუა ამირეჯიბი გადასახლებიდან 1959 წლის დეკემბერში დაბრუნდა.

იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, შემდეგ პარლამენტის წევრი (1991-95), საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარე (1992-95), ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია "ივერიის" და გაზეთ "ახალი ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.

ჭაბუა ამირეჯიბმა სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1960 წელს, როცა ჟურნალ "მნათობში" გამოაქვეყნა მოთხრობა "რატომ არ დამაცადე". იგი ავტორია მოთხრობების კრებულებისა "გზა", "ძია შოთას ბადია", "არაკების კრებული", "თაფლის წვეთი", არის მრვალი პუბლიცისტური წერილის, სცენარებისა და სტატიების ავტორი.

1972 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიწყო ჭ. ამირეჯიბის პირველი რომანის "დათა თუთაშხიას" ბეჭვდა. რომანი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად წარადგინეს 1977 წელს, მაგრამ მაშინ ეს პრემია მწერალს არ მიენიჭა. 1978 წელს ავტორისვე სცენარით (გ. ლორთქიფანიძე და გ. გაბესკერია) გადაიღეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმი. 1981 წელს ჭ. ამირეჯიბს, როგორც სცენარის ავტორს, ფილმ "დათა თუთაშხიას" დამდგმელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში. ამავე წელს ჭ. ამირეჯიბს მიენიჭა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
1995 წელს გამოაქვეყნა რომანი "გორა მბორგალი".

მიღებული აქვს უამრავი სხვადასხვა პრემია და ჯილდო. "თბილისის გაზაფხულის" დიდი პრიზის (1997) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1985), ღირსების ორდენის კავალერი (1995), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი პუბლიცისტიკის დარგში (1999). არის საქართველოს მწერალთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი (1965), მსოფლიოს წამყვან "ინტელექტუალთა საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი (1998). მისი ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯის (IBC, 1997) და აშშ (ABI, 1998) ბიოგრაფიულ ცნობარებში. 1994 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2002 წელს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 



 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%