შემოვიყვანთ ბევრ სხვა ბანკს, უფრო დაბალი პროცენტებით და მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს, თქვენს ჯიბეში რომ აქვს ორივე თათი ჩაყოფილი, ამ ძარცვის გაგრძელებას. ეს პროგრამა ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების მოგების და ყველა ცვლილებასთან ერთად, ეგრევე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით დღეს გაავრცელა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში ხალხის საბანკო დავალიანის მოცულობა, არის ერთ-ერთ ყველაზე პირველ ადგილზე მსოფლიოში და ეს უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგია, რომელსაც სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი.
„მინდა გესაუბროთ იმ პროგრამაზე, რომელიც ეხება უსამართლო საბანკო დავალიანებას. საქართველოს საბანკო დავალიანების კუთხით, ხალხის, არის ერთ-ერთ ყველაზე პირველ ადგილზე მსოფლიოში. ეს არის უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი და ამ მონოპოლიებს სათავეში უდგას ივანიშვილი. ივანიშვილი და სამი ბანკი, რომელიც პრაქტიკულად, ინაწილებენ ქართველების მთელ შემოსავალს და ართმევენ საქართველოს პერსპექტივას. ჩვენ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და სახალხო ნდობის მანდატით აღჭურვილ კოალიციური მთავრობის შექმნის შემდეგ, გია ვაშაძემ წარმოადგინა პროგრამა და მე მის პროგრამას ვუჭერ მხარს. და რაში გამოიხატება ეს პროგრამა: ეს არის პირველ რიგში, უსამართლო საურავების გაუქმება კრედიტებზე. ხალხს აქვს ზოგს 25 ათასი აქვს გადახდილი ბინაში, აღებული კრედიტი, 25 ათასი გადახდილი საურავები, ჯარიმები და კიდევ, მაინც ართმევენ ბინას. რა თქმა უნდა, ეს უსამართლობაა. ჩვენ ამას გავაუქმებთ და მოვხსნით. ჩვენ დავაწესებთ ეფექტური პროცენტის ზედა ზღვარს. ახალი მთავრობა, ახალი ხელისუფლება გააკეთებს იმას, რომ იპოთეკის კრედიტის პროცენტი შემცირდება, მინიმუმ ორჯერ. ეს არის ჰოლანდიური სისტემა, რომელიც მე კარგად შევისწავლე და გავუგზავნე კოალიციის წევრებს“, - ამბობს სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, შეიქმნება სახელმწიფო გარანტირების ფონდი, მფოლიო ბანკის აღებული კრედიტებით დაამ ფონდის მეშვეობით მოხდება, იპოთეკის პროცენტის შემცირება, მინიმუმ ორჯერ.
„ ეს დიდ შვებას მისცემს ხალხს. საქმე იმაშია, რომ ამ მთავრობას, ეს არც კი უცდია. ევროპის ცენტრალური ბანკი, მაგალითად, 1 პროცენტად გასცემს ევროპაში კრედიტებს. ამათ არც კი უცდიათ გასვლა საერტაშორისო ბაზარზე და ხალხისთვის ამ უპროცენტო კრედიტების წამოღება. ახალი ხელისუფლება ამას აუცილებლად იზამს. იპოთეკის კრედიტის პროცენტი შემცირდება, მინიმუმ ორჯერ და შემდეგ, ხალხს ბევრ აქვს აღებული ვალი დოლარებში. დოლარის კურის იყო სულ სხვა და ახლა არის, სულ სხვა. ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ, დოლარში აღებული კრედიტების გასტუმრება მოხდება 1,65 კურსით და არა, დღევანდელი კურსით. ეს გააკეთა ჩვენმა მეგობარმა ურბანმა უნგრეთში. და, ასევე, სრულიად უსამართლო ვალებზე, მოხდება გაყინვა. აი, ეს არის ჩვენი პროგრამა, საბანკო დავალიანებების კრიზისის გადალახვის. ხალხის გაჭირვების შემსუბუქების. ჩვენ, ასევე, მოვახდენთ საბანკო ბაზრის ლიბერალიზაციას, ახალი მთავრობა მოახდენს, აუცილებელია. ამ მონოპოლიას დავარღვევთ, შემოვიყავნთ ბევრ სხვა ბანკს, უფრიო დაბალი პროცენტებით და მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს, თქვენს ჯიბეში რომ აქვს ორივე თათი ჩაყოფილი, ამ ძარცვის გაგრძელებას. ეს პროგრამა ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების მოგების და ყველა ცვლილებასთან ერთად, ეგრევე“, - ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.