თარიღი    დრო

ბრექსიტის საკითხთა ახალი მდივანი სტეფან ბარკლი გახდა

საქართველო, თბილისი - 22:29 11.16.2018 134

ბრიტანეთის ბრექსიტის საკითხთა ახალი მდივანი სტეფან ბარკლი გახდა. ბარკლიმ აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც ბრექსიტის დოკუმენტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო მოქმედმა მდივანმა დომინიკ რააბმა თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, ბრექსიტთან დაკავშირებით ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ტექნიკურ დონეზე შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტის გასაჯაროვების შემდეგ თანამდებობა ბრიტანეთის მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა.

ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი 25 ნოემბერს გაიმართება, სადაც მხარეები ოფიციალურად გააფორმებენ შეთანხმების მიღწევას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%