თარიღი    დრო

ატოცში მომხდარს სამარცხვინოს ვუწოდებ, სხვა ვერაფერს - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 16:49 11.09.2018 211

ატოცში მომხდარს სამარცხვინოს ვუწოდებ, სხვა ვერაფერს, რა უნდა ვუწოდო, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ატოცში მომხად ინციდენტს, სადაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ იმედია, საქართველოს უსინდისო პრეზიდენტი არ ეყოლება.

კალაძის განცხადებით, ესეც ნათელი მაგალითია, როგორ ხდება ხელშეშლა.

„გავიხსენებ, როგორი იყო საარჩევნო კამპანია პირველი ტურის დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა ამომრჩეველს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდოდნენ. იქ იყო პირადი შეურაცხყოფა, მცდელობა, რომ შეხვედრები ჩაეშალათ.

მე ველოდები საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ალბათ ჩამალულები რომ არიან, ამოვლენ, თვალს გაუსწორებენ რეალობას და გააკეთებენ იმ განცხადებას, რასაც ელოდება ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%