თარიღი    დრო

აჭარაში ტურისტულ მარშრუტებზე ინგლისური ენის შესწავლა გრძელდება

საქართველო, თბილისი - 15:58 11.09.2018 143

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მთიან აჭარაში ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგ-კურსის მეორე ეტაპი დაიწყო. ამჯერად, ტურისტებთან მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის კურსს კურორტ „გოდერძი“-სა და სოფელ სახალვაშოში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები გადიან.

ერთთვიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები საბაზისო, საკომუნიკაციო ინგლისურს შეისწავლიან, რომელსაც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას გამოიყენებენ. პროექტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, გარდა ტრენინგ-კურსისა მონაწილეებისთვის ასევე, მოამზადა სასწავლო ვიდეორგოლები, რომელშიც ტურისტის მიღება, ტურისტული სერვისების შეთავაზება, განთავსება და გამასპინძლება მცირე სცენებით ინგლისურადაა წარმოდგენილი. აღნიშნული ვიდეორგოლები უკვე დაურიგდა კურორტ გოდერძის  საოჯახო-სასტუმრო სახლებს. მისი გავრცელება ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში ტურისტებმა იმოგზაურონ კომფორტულად. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მათთვის ტურისტული სერვისების შეთავაზებაა. ჩვენი მიზანია ვასწავლოთ მთაში ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს ის ძირითადი საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც მათსა და ტურისტებს შორის კომუნიკაციას გაამარტივებს. პირველ ეტაპზე, ჩვენ  შერჩეული გვქონდა კურორტი გოდერძი, სადაც ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათთვის განსაკუთრებით აუცილებელია მარტივი საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა. მეორე ეტაპზე უკვე კურორტ გოდერძისთან ერთად შევარჩიეთ სოფელი სახალვაშო,  სადაც გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მთავარი პლატფორმა მდებარეობს. იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები ევროპელ ტურისტებს 2012 წლიდან მასპინძლობენ და მათთვისაც ინგლისურის ცოდნა აუცილებელია.  სამომავლოდ პროექტის გაგრძელებას ჩვენ სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპალიტეტებშიც ვგეგმავთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

დეპარტამენტი ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ანხორციელებს. ჯამში, 2012 წლიდან დღემდე დეპარტარტამენტმა რეგიონში 2350-ზე მეტ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირს ჩაუტარა სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%