თარიღი    დრო

ბათუმში დააკავეს 55 წლის კაცი, რომელმაც ავტობუსში 12 წლის გოგონა სავარაუდოდ, სექსუალურად შეავიწროვა

საქართველო, თბილისი - 12:48 11.09.2018 1233

ბათუმში 55 წლის მამაკაცი გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს. მამაკაცი პოლიციამ 5 ნოემბერს, მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მამაკაცმა 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა.

"იალქანის" ხელმძღვანელი თეონა აბაშიძე, რომელმაც ინფორმაცია შესაბამის უწყებას მიაწოდა, ყვება, რომ ორგანიზაციას გოგონას დედამ მიმართა.

''ბავშვის დედა ყვება, რომ გოგონა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობდა. ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც 55 წლამდე ასაკის კაცმა, მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ავტობუსში იყვნენ სხვა არასრულწლოვნები და კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც მოზარდებმა დახმარება სთხოვეს. კაცმა ავტობუსიდან ჩასვლა მოასწრო, შესაბამისად იმ წუთებში პოლიციის გამოძახება ვერ მოხერხდა. შესაბამის უწყებაში შეტყობინება მოგვიანებით ჩვენმა ორგანიზაციამ გააგზავნა", - ამბობს თეონა აბაშიძე.

მისივე ინფორმაციით, კაცის დაკავების შემდეგ 12 წლის გოგონა სკოლაში დაბრუნებას აპირებს.

"მანამდე სასწავლო დაწესებულებაში მარტო წასვლის ეშინოდა და ითხოვდა გვერდით ვინმე თანმხლები პირი ჰყოლოდა. ამ ფაქტის გამო შეშინებული იყო და ჰქონდა ძლიერი ემოციური ფონი", - აცხადებს აბაშიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 141-ე მუხლით მიმდინარეობს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%