თარიღი    დრო

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:00 10.21.2018 133

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია.

"მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს", - აღნიშნავენ უწყებაში.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი იყო.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%