თარიღი    დრო

ბრალდებულ ზურა მიქაძის მიერ მიცემული ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 16:09 10.19.2018 181

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურა მიქაძის დღევანდელ ჩვენებას პროკურორი გიორგი ოსაძე აცხადებს, რომ მან სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

"ბრალდებულ ზურა მიქაძის მიერ დღეს სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის მასალებს არ შეესაბამება და სრულ წინააღმდეგობაშია, იმ პატრულ ინსპექტორების ჩვენებებთან, რომლებიც სასამართლოში დაიკითხნენ და რომლებმაც დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღები არ ყოფილა. მიგვაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ შეესაბამება და გაზიარებული არ უნდა იქნეს.

ბრალდებულ ზურა მიქაძეს 2012 წლის ნოემბერში მიცემული აქვს აღიარებითი ჩვენება ადვოკატთან ერთად. მას დაფიქსირებული აქვს ის ფაქტი, რომ დაკავებულ პირებს შემთხვევის ადგილზე იარაღი არ ჰქონიათ", - აცხადებს ოსაძე.

რაც შეეხება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაზეც მიქაძემ თავის ჩვენებაში ისაუბრა, პროკურორი უარყოფს და აღნიშნავს, რომ მას ამასთან დაკავშირებით, დღემდე არ განუცხადებია. ოსაძის განმარტებით, გამომძიებელი, რომელზეც მიქაძე აცხადებს, რომ მის ადვოკატს სკამი ესროლა, დაიკითხა და მისთვის ეს კითხვა არავის დაუსვამს.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%