თარიღი    დრო

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

საქართველო, თბილისი - 17:56 10.17.2018 136

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.

დოკუმენტზე ხელის მოწერით როგორც ცენტრალური, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, 73 საოლქო და 3637 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ერთდროულად ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, ეთიკის იმ პრინციპებს, რომელიც უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის წარმმართველი. ეს გახლავთ პირველ რიგში კანონის პატივისცემა, ჩვენი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიონალური სტანდარტი და პროფესიული საქმიანობა. ამავდროულად უნდა აღვნიშნო, რომ ეთიკის კოდექსი განახლდა და წელს აქცენტი უფრო მეტად გაკეთებულია საჯაროობის პრინციპზე - გამჭვირვალობისა და საჯაროობის ხელშეწყობაზე. კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სწორედ ამ პრინციპების დაცვით ჩავატარებთ ძალიან კარგად ორგანიზებულ და გამჭვირვალე არჩევნებს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%