თარიღი    დრო

საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით რუმინული ავიაკომპანია TAROM-ი პრეზენტაციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 18:47 10.14.2018 271

31 ოქტომბრიდან რუმინული ნაციონალური ავიაკომპანია TAROM-ი ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებების განხორციელებას იწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით ავიაკომპანია 15 ოქტომბერს 11:00 საათზე, სასტუმრო „მერკურში“ სპეციალურ ღონისძიებას გამართავს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლები პირები დაესწრებიან.

ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები ამ მიმართულებით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “TAROM“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 7 აგვისტოს მიენიჭა.

ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტი ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. აქამდე რუმინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.

როგორც ცნობილია საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისათვის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" TAROM-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელება უკვე დაწყებულია და მას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია “TAROM” 1954 წელს დაარსდა. 2010 წელს, რუმინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდველი “SkyTeam“-ის ალიანსის წევრი გახდა. ავიაკომპანია ამჟამად ორმოცდაათამდე რეგულარულ და ჩარტერულ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%