თარიღი    დრო

პირები, ვინც არიან სახელმწიფო სამსახურში, წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:52 10.12.2018 102

ჩვენ ვხედავთ, რომ პირები, ვინც არიან სახელმწიფო სამსახურში, წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის " წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა, მათ შორის ამა თუ იმ კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრის პარალელურად, ეს არის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა.

"ვფიქრობ, რომ არჩევნების დროს აქციები, პროტესტის გამოხატვა და საკუთარი აზრის თავისუფლად დაფიქსირება ეს არის სწორედ ევროპული კამპანია.

არაევროპული გარემოც გვინახავს ჩვენს ქვეყანაში, როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს ხალხი ერთმანეთს ქვებს ესროდა.

პროტესტის გამოხატვა მათ შორის ამა თუ იმ კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრის პარალელურად ეს არის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა.

რაც არ არის ნორმალური ისაა, რომ ვხედავთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ჩვენ ვხედავთ, რომ პირები, ვინც არიან სახელმწიფო სამსახურში, წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%