თარიღი    დრო

საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ

საქართველო, თბილისი - 14:28 09.26.2018 130

საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს გავრცელდება ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებზეც.

„კანონში არსებობს კოლიზია, პირველის პრიმა და მეოთხე პუნქტებს შორის. პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე, უპირობოდ უნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვა.

მეოთხე პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო თანამდებობის პირს და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც უფლებამოსილების შეწყვეტის ვადის გასვლის შემდეგ დაცვა ენიშნებათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ეს იყო კოლიზია – ერთი პუნქტი გვეუბნებოდა რომ უნარჩუნდება, მეორე გვეუბნებოდა რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ენიშნებოდა.

ჩვენ შემოვიტანეთ ახალი პროექტი – მეოთხე პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს დაცვა შეუნარჩუნდება უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადით“, – განაცხადა ჩუბინიძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%