თარიღი    დრო

აჭარაში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები - „ქართული ოცნება“

საქართველო, თბილისი - 13:04 09.24.2018 134

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 24 სექტემბერს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„ისევე, როგორც გასული წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობა“ არც ამჯერად ცვლის მისთვის ჩვეულ მეთოდებს და კვლავაც ცდილობს წინასაარჩევნო პროცესში პროვოკაციების გზით დაძაბულობის კერების შექმნას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში შეინარჩუნონ სიმშვიდე.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნებაა არაძალადობრივი და მშვიდობიანი გზით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რისთვისაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრებიან“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%