თარიღი    დრო

მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 17:25 09.20.2018 317

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, მით უმეტეს გადაწყვეტილება, რომელიც ესოდენ მგრძნობიარე საკითხს ეხება, უსათუოდ საზოგადოების ინფორმირებისა და ფართო დისკუსიის საფუძველზეა მისაღები.

"მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის თავჯდომარის დღევანდელ განცხადებას და მოგახსენოთ შემდეგი:

ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა კანონპროექტის გარშემო პოლიტიკოსების, სპეციალისტებისა და საზოგადოების მსჯელობა და დებატები, თუნდაც მწვავე პოლემიკა, პოლიტიკური სუბიექტების მიერ არგუმენტირებული აზრის გამოხატვა და ელექტორატის ინტერესების დაცვა.

თუმცა, ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ხდება, არ არის ჯანსაღი მოვლენა - არ შეიძლება "არგუმენტი" იყოს ლანძღვა და შეურაცხყოფა, არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება და არჩევნებში შედეგის მისაღწევად ყველაფრის კადრება. არ შეიძლება მოსახლეობაში დუღილის ტემპერატურის ხელოვნურად მატება და შემდეგ, ჭორებითა და დეზინფორმაციით ამის მართვა. არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა პირადი თუ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღმა უნდა აღვიქვათ. ამ ქვეყანას უნდა ქონდეს ისეთი მომავალი, სადაც პროცესებს არ მართავს სიძულვილი და უპასუხისმგებლობა.

მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას. აშკარად გამოჩნდა, რომ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის ინფორმაციისა და დისკუსიის დეფიციტი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, მით უმეტეს გადაწყვეტილება, რომელიც ესოდენ მგრძნობიარე საკითხს ეხება, უსათუოდ საზოგადოების ინფორმირებისა და ფართო დისკუსიის საფუძველზეა მისაღები. ჩვენ უნდა შევძლოთ ჯანსაღი დისკუსიის წარმართვა და თავიდან ავიცილოთ ამ დისკუსიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება", - წერს კალაძე.

ცნობისთვის, პარლამენტში კანაფის კულტივაცია–წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%