თარიღი    დრო

დაცინვის გამო "ქართული ოცნების" წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს სცემეს

საქართველო, თბილისი - 15:05 09.19.2018 371

დაცინვის გამო, ქუთაისის მერიის შენობაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს, გია უკლებასა და გიგა შუშანიას თავს დაესხნენ და სცემეს.

როგორც ირკგვევა, გუშინ მერიამ და ქალაქის მერმა გაავრცელეს ინფორმაცია სკვერის განათების შესახებ და მიუთითეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სკვერი განათდა, რეალურად, სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, რის გამოც მერიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს და დასცინეს. სწორედ ამ მიზეზით მოხდა დაპირისპირება.

ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც უწყებიდან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%