თარიღი    დრო

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობლივ ღვთისმსახურებას შეაჩერებს - რუსეთის საპატრიარქო

საქართველო, თბილისი - 22:32 09.14.2018 384
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობლივ ღვთისმსახურებას შეაჩერებს და მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს. გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.

საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება შინაარსობრივად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასია.

„კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვებში მოხსენიების შეწყვეტა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის იერარქებთან თანამსახურების შეწყვეტა ევქარისტიული კავშირის სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს“, – განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა, ილარიონმა.

„თუ უკრაინის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ანტიკანონიკური საქმიანობას გააგრძელებს, იძულებული ვიქნებით, მთლიანად გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ამ გაყოფის ტრაგიკულ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომესა და მის მხარდამჭერ ეპისკოპოსებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიტროპოლიტ ილარიონის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქო ასევე წყვეტს საეპისკოპოსო ასამბლეებსა და საღვთისმეტყველო დიალოგებში მონაწილეობას, რომლებშიც თავმჯდომარედ და თანათავმჯდომარეებად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%