თარიღი    დრო

მარიხუანას მოხმარების თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტი არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 19:09 09.12.2018 248

კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება ამ სფეროში ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული და აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ამოცანა იყო მარიხუანას მოხმარების მაქსიმალურად მკაცრი რეგლამენტაცია.

„იყო ჭორები მარიხუანას ლეგალიზაციის თაობაზე, თუმცა, რეალურად, კანონპროექტი, რომელიც არის მომზადებული, ითვალისწინებს აბსოლუტურად სხვა რამეს. არის, როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც, ასე ვთქვათ, მიმართულია ლიბერალიზაციისკენ ამ სფეროში და ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალურად მკაცრი რეგლამენტაცია იმისა, რასაც ჰქვია მარიხუანას მოხმარება და მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებში არის მოქცეული მარიხუანას მოხმარება იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე უკვე უახლოეს დღეებში ოფიციალურად.

ასევე, საუბარია სხვადასხვა მიზნით და მიზანი არის რეალურად ორი, ეს არის ექსპორტის მიზანი და ექსპორტიც არსებითად მიმართულია, ასე ვთქვათ, სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ. სამედიცინო მიზნით მოხდება მარიხუანას კულტივაცია, ეს არის გათვალისწინებული კანონპროექტით და მეორე, ეს არის სამეწარმეო მიზნები. როგორც მოგეხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება, ასე ვთქვათ, ამ მცენარის გამოყენება. საუბარია, კიდევ ერთხელ, იმაზე, რომ კონკრეტული ეკონომიკური, ასე ვთქვათ, საქმიანობისთვის შეიძლება გაიხსნას ეს სფერო, თუმცა, გამორიცხულია ლეგალიზაცია. რეალურად, აქეთკენ მიდიოდა პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა, ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც არის წარმოდგენილი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არის სპეკულაციებიც, თუმცა, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სპეკულაციებისთვის არავითარ სივრცეს არ ტოვებს. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარებას არ დაუშვებს.

„მე ვნახე გამოხმაურებები. არის სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით, თუმცა, კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის. ეს თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც აქვს, ბუნებრივია, მგრძნობიარე დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს დამოკიდებულება არის, აბსოლუტურად, გასაგები. ჩვენ არ დავუშვებთ არასწორი მიმართულებით ამ პროცესების განვითარებას. ლეგალიზაცია რასაც ჰქვია, ეს არის დაუშვებელი. კიდევ ერთხელ, იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებში ვაქცევთ ამ სფეროს და კიდევ ერთხელ, რაც შეეხება ექსპორტს და რაც შეეხება კულტივაციას, აქ საუბარია მხოლოდ სამედიცინო და სამეწარმეო მიზნებზე, რომელიც არის მკაცრად დაკონკრეტებული კანონპროექტით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%