თარიღი    დრო

მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპყრობილეს 9 ოქტომბრამდე დატოვებენ

საქართველო, თბილისი - 17:06 09.11.2018 676

დებმა, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა საპყრობილე შესაძლოა, 9 ოქტომბრამდე დატოვონ, - აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ მიაწოდა.

როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე M2-თვის დოკუმენტების გადაბარება და დაზარალებულებთან შეხვედრები მიმდინარეობს. საუბარია, დაახლოებით, 4 000-მდე დაზარალებულზე.

„საპროცესო შეთანხმებისთვის მიდის მზადება, ამ მიზეზებით ხდება პროცესების გადადება. დღეს გადაიდო „მაგნოლიიის“ პროცესი, ხვალ არის სააპელაციო სასამართლოში იმ პირველი საქმის განხილვა, რომლითაც მაიას მიესაჯა სასჯელი. სავარაუდოდ, ეს პროცესიც გადაიდება.

ამ ეტაპზე დაზარალებულები აწერენ ხელს, რომ თანახმა არიან მაია რჩეულიშვილი გამოვიდეს და გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ახლა დოკუმენტაციის გადაბარება მიმდინარეობს M2-თან, დაზარალებულებთან შეხვედრა, სიტუაციის ახსნა, ხელშეკრულების გაცნობა. ვფიქრობ, ახლო მომავალში საპროცესო შეთანხმება შედგება.

დაახლოებით, 4 000 დაზარალებულზეა საუბარი. შემდეგი პროცესი  9 ოქტომბერს არის ჩანიშნული და იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი მანამდე მორჩენილი იქნება. თუ სამართლებრივად ყველაფერი მოწესრიგდა, შესაძლოა, მათ 9 ოქტომბრამდეც დატოვონ საპყრობილე“, - აცხადებს ცუცქირიძე.   

შეგახსენებთ, რომ დებს, რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%