თარიღი    დრო

აგვისტოში საქართველომ  1 300 000 -მდე  საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 11:10 09.04.2018 762

2018 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,294,926 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9.8%-ია.   

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორთა  მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 1,040,544 შეადგინა, ზრდა +10.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 737,049 შეადგინა, რაც 90,050-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +13.9%).

აგვისტოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი  რუსეთიდან (+15.8%), აზერბაიჯანიდან  (+13.3%),სომხეთიდან(-5.7%)და თურქეთიდან (24.4%) შედგა.     პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები  +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%,გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:ინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40% და სხვა.

რაც შეეხება 8 თვის მონაცემებს, საქართველომ უკვე   5,895,914 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.2%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორთა  მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 4,883,580 შეადგინა, ზრდა+14.1%-ია.  ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,235,800 შეადგინა, რაც 523,674-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +19.3%)

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%),რუსეთიდან (+22%), სომხეთიდან (+0.3%) და თურქეთიდან (+21.1%)  შედგა.  პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,  საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +98%,ნიდერლანდები +55%,  რუმინეთი +55%, ბელგია +53%, გერმანია +50%,ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +46%და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +139%,ჩინეთი +92%, ბელარუსი +44%,ქუვეითი 44% და  ისრაელი +35%.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%