თარიღი    დრო

როცა პრეზიდენტი უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ უნდა გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი - ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:03 08.16.2018 320

როცა პრეზიდენტი უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ უნდა გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი კულტურის დესპანი უნდა იყოს.

„ტერიტორია და ენა მთავარია, მაგრამ კულტურა არის ის, რაც სახელმწიფოს გვაძლევს. ეს არის სახე, რაც გარეთ უნდა გავიტანოთ და ჩვენს პარტნიორებს გავაცნოთ. ფრანკფურტის გამოფენაში ჩართული არ ვიყავი, მაგრამ პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, სხვანაირად ვიმოქმედებდი და ეფექტურად იქნებოდა წარმოდგენილი არა მხოლოდ ქართული კულტურის ერთი ნაწილი, არამედ ყველაფერი , რასაც ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ ვაჩვენებთ. საქართველოზე რაღაც წარმოდგენა აქვთ, ჭამა-სმა, ტაშ-ფანდური, შეიძლება წიგნები და ა.შ. ჩვენი კულტურა ბევრად მეტია და ვაპირებ, როცა პრეზიდენტი თავის უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი და კარგად გავაგებინოთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და სრული უფლება გვაქვს, ვიყოთ ევროპის სრულყოფილი წევრი. ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რასაც კულტურის გარეშე ვერ მივაღწევთ, ეს ყველას გასაკეთებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%