საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს.
სებ-ის საკოლექციო მონეტებს 2 მონეტა შეემატება - რაგბის და სახელმწიფო ბანკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი.
2019 წლის შემოდგომაზე, იაპონიაში რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
რაგბი - მონეტის საკონკურსო პირობები - goo.gl/uRcTRo.
2019 წლის 31 დეკემბერს 100 წელი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებიდან.
სახელმწიფო ბანკის დაარსებიდან 100 წელი - მონეტის საკონკურსო პირობები - goo.gl/a9fkzS.