თარიღი    დრო

შსს-მ ინტენსიურად იმუშავა, რათა შეეგროვებინა ყველა მტკიცებულება, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისთვის ბრალის წასაყენებლად - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:10 07.20.2018 231

ფაქტია, რომ შსს-მ იმუშავა ძალიან ინტენსიურად იმისათვის, რათა შეეგროვებინა ყველა მტკიცებულება, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისთვის ბრალის წასაყენებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა. 

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოითხოვს უფრო მაღალ სტადარტს, შესაბამისად, ის რომ, ეს ბრალი წაეყენოს, უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა და ამას სჭირდებოდა ინტენსიური მუშაობა. ცრუ ჩვენების დადგენა არ არის მარტივი საკითხი, ამ ყველაფერს სჭირდება შეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ფაქტია, რომ არსებობს ამ საქმეში. მე დეტალებს არ ვიცნობ, კონკრეტულად, რომელ ჩვენებებზეა საუბარი, თუმცა, როდესაც ხდება პირისთვის ბრალის წაყენება, ამისთვის საჭიროა შეჯერებული მტკიცებულებები", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%