თარიღი    დრო

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 11:00 07.15.2018 537

საქართველოს პარლამენტმა სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.

მთავრობის შემადგენლობას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ 12-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის მთავრობაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია.

პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%