თარიღი    დრო

Johnson & Johnson-ს საბავშვო ფხვნილით დაზარალებულებისთვის, 5 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს

საქართველო, თბილისი - 16:56 07.13.2018 431

ქალაქ სენტ ლუისის სასამართლო, მისურის შტატში, განიხილავს 22 ადამიანის პრეტენზიას, მათ შორის 6 საჩივარს - კიბოთი გარდაცვლილი ქალების ნათესავების მხრიდან.

სენტ ლუისის სასამართლომ Johnson & Johnson-ის კორპორაციას დააკისრა 4, 69 მილიარდი დოლარის კომპენსაცია იმ ქალებისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაავადდნენ საკვერცხის სიმსივნით, საბავშვო ფხვნილის Baby Powder-ის გამოყენების გამო. წერს ამერიკული გაზეთი St.Louis Post-Dispatch.

სასამართლო პროცესის დროს განიხილებოდა 22 პირის პრეტენზია, მათ შორის 6 საჩივარი კიბოთი გარდაცვლილი ქალების ნათესავების მხრიდან. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ მათი ონკოლოგიური დაავადება გამოწვეულია აზბესტისგან, რომელიც შედის ფხვნილის შემადგენლობაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ Johnson & Johnson-ის კორპორაციას უნდა გადაეხადა მოსარჩელეებისთვის 550 მილიონი დოლარი მატერიალური და 4 მილიარდ 140 მილიონი დოლარი - მორალური ზიანისთვის.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%