თარიღი    დრო

ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას - პაატა ბურჭულაძე

საქართველო, თბილისი - 16:53 07.12.2018 316

ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას. ძალიან ვწუხვარ,რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ არსებობს, - განაცხადა ჟურნალისტებთან პაატა ბურჭულაძემ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავდნენ.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.

"ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს,რაც ძალიან სამწუხაროა. 

წინაზე თუ ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს საქმე, დღეს მე განვუცხადე პროკურორსა და გამომძიებელს, რომ უკვე აღარ არის საჭირო სიჩქარე, აკეთეთ ნელა იმიტომ, რომ რაც შეგეძლოთ უკვე თქვენ ფონდს და საქართველოს რეპუტაციას ავნეთ. ასევე მავნეთ მე ისე, რომ თქვენი საქმე ფრიადზეა შესრულებული. ახლა შეუძლიათ, გინდ შეწყვიტონ და გინდ - გააგრძელონ. თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, იმიტომ რომ საქართველოში აღარავინ არის დაცული. ერთ პირობას ვიძლევი, რომ მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან, აქ დავადებინებთ დასკვნას და ამ საქმეს, ყველაფერს რაც კი უსამართლობაა, ჩვენ აღმოვფხვრით. ამის პირობას ვდებ", - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანას“ ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%