თარიღი    დრო

ამ კვირაში ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ პრემიერ მინისტრის ლეგიტიმაციას - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 18:13 06.18.2018 296

ამ კვირაში ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ პრემიერ მინისტრის ლეგიტიმაციას. ეს განცხადება პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, განცხადება გააკეთა იმ მიზნით, რათა საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ განემარტა მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული ქმედებები. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამ კვირაში რიგგარეშე სესიაზე პარლამენტი მთავრობას გამოუცხადებს ნდობას და მისცემს პრემიერ მინისტრს საშუალებას წარმოადგინოს ხედვა დაგეგმილ მთავრობის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით.

„ამ კვირაში პრემიერ მინისტრს და მთავრობას გამოუცხადებთ ნდობას და მთავრობის დამტკიცების შემდეგ პრემიერ მინისტრს ექნება საშუალება უახლოეს პერიოდში წარმოადგინოს ხედვა მთავრობის სტრუქტურასთან დაკავშირებით“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%