უკრაინა არ მოახდენს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, - ნათქვამია უკრაინის იუსტიციის სახლის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
განცხადების თანახმად, მანამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის დირექტორმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით მომართვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. საკითხი ერთნაირსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ, საჭიროებს სამომავლო შესწავლას და ჯერ ვერ განხორციელდება“. თუმცა აღსანიშნავია, რომ არანაირ კანონზე, რომელიც ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს, უკრაინის მთავრობა არ მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე 16 სხვა ქვეყანამ მიმართა კიევს თხოვნით, მხარი დაეჭირა ლგბტ საზოგადოების უფლებებისთის. მათ შორის იყვნენ ბელგია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები. ამ სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ უკრაინა უნდა დადგეს ადამიანების უფლებათა დაცვის სადარაჯოზე.