თარიღი    დრო

EEU–ს საგრანტო პროექტი აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2018-ის გამარჯვებულია

საქართველო, თბილისი - 11:42 06.14.2018 525

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის პროექტი ’’მეწარმეობა:  თანამედროვე საწარმოების წარმატებული ფუნქციონირებისთვის’’  აშშ-ის საელჩო საქართველოს მიერ გამოცხადებული წიგნის თარგმნის  პროგრამა 2018–ის გაიმარჯვებულია!

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში.

კოორდინატორი: თათია ღერკენაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევითი გრანტების კოორდინატორი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი.

პროექტის თანაორგანიზატორი: ნათია ჭიღვარია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.

Book title (and edition): „Entrepreneurship: Successfully Launching New Ventures’’ (6th Edition, ISBN 0134729536)

Author: Bruce R. Baringer and R. Duane Ireland

Publisher: Pearson Education, Inc.

Year of the first publication: 18/01/2018

Number of Pages: 624

Copyright Holder: 2018 by Pearson Education, Inc.

ზემოთ მითითებული ავტორების  წინა გამოცემები უპრეცენდენტო მოთხოვნით სარგებლობს ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და ევროპის უნივერსიტეტებში. 

გამოცემის თითოეულ თავში განხილულია რეალური მაგალითები, სპეციალური შემთხვევების ანალიზები, პრობლემები, რომლებსაც დღესდღეობით აწყდებიან მეწარმეები და წარმოდგენილია მათი გადაჭრისთვის საჭირო კონკრეტული გზები.

სახელმძღვანელოში განხილული თემები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, არამედ მოქმედი სპეციალისტებისა და მეწარმეობის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

პროექტში მონაწილეობენ: 
გელა გრიგოლაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;
გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი, თსუ, პროფესორი, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი;
მიხეილ თოქმაზიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;
ნათია ჭიღვარია, ამერიკის ლიტერატურის დოქტორი, GIPA–ს სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ნიკოლოზ აბუაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, Business Infrastructure SolutionZ-ის დამფუძნებელი პარტნიორი;
ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 

ქეთევან აფთარაშვილი, ასისტენტ-პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2018 წლის 14 მაისს და დასრულდება 2019 წლის 30 ნოემბრისთვის.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%