თარიღი    დრო

მიხეილ ბარიშნიკოვი საქართველოს სექტემბერში ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:35 06.11.2018 223

ცნობილი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი და მსახიობი მიხეილ ბარიშნიკოვი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ქართულ სცენაზე გამოვა, რომელიც 2018 წლის 14-30 სექტემბერს შედგება. 

მიხეილ ბარიშნიკოვი ცნობილი ამერიკელი ბალეტის მსახიობი, კოლექციონერი და ფოტოხელოვანია. ის ლატვიური წარმოშობისაა, თუმცა კანადაში 1974 წლიდან მოღვაწეობს. ნომინირებულია "ოსკარზე" და "ოქროს გლობუსზე".  

ქართველი მაყურებლების წინაშე ბარიშნიკოვი გამოვა სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“.

„ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ - ეს არის მონოსპექტაკლი, რომელიც საათნახევარი გრძელდება. მისი ავტორია ლატვიელი რეჟისორი ალვის ხერმანისი, რომელმაც ორი კულრუტული ფიგურა ერთ სცენაზე გააერთიანა.

სპექტაკლს დიდი წარმატებები ხვდა ლატვიის, ისრაელის, იტალიის, აშშ,-ის, ინგლისის, გერმანიის სცენაზე. ის პირველად წარსდგება ამ სპექტაკლით ქართველი მაყურებლის წინაშე.

მისი გამოსვლა ფესტივალის ფარგლებში 14, 15 და 16 სექტემბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე შედგება. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%