თარიღი    დრო

საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად - ელიზაბეთ რუდი

საქართველო, თბილისი - 18:11 05.29.2018 2245

საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ისე, როგორც ამას აშშ და თანამეგობრობის ყველა წევრი აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარების“ საკითხზე დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა.

მისი თქმით, აშშ სრულად უარყოფს სირიის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და მოუწოდებს სირიას, ასევე რუსეთის ფედერაციას, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს, რომ უკან წაიღონ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა.

„აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი. აშშ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას მოიაზრებს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. აშშ სრულად უარყოფს სირიის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და მოვუწოდებთ სირიას, ასევე რუსეთის ფედერაციას, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს, რომ უკან წაიღონ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა.

ასევე, ხაზს გავუსვამ, რომ არსებობს კონკრეტული შედეგებიც, რომელიც აშშ-ის გადაწყვეტილებით მსგავს აღიარებებს მოჰყვება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ უკან წაიღოს ამ რეგიონების აღიარება.

არ ვიცი, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, ვიტყვი იმას, რომ უკვე არსებობს აშშ-ის კანონმდებლობით განსაზღვრული ნაბიჯები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი გაერთიანდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ისე როგორც ამას აშშ და თანამეგობრობის ყველა წევრი აკეთებს“, – აღნიშნავს ელიზაბეთ რუდი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%