უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა რუსეთიდან ფეხბურთის ოთხი გულშემატკივარი ქვეყანაში არ შეუშვა. იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
"მესაზღვრეებმა უკრაინაში, არ შეუშვეს რუსეთის საფეხბურთო კლუბი "ტორპედოს“ ოთხი გულშემატკივარი. მათ ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ მიზეზი ქვეყანაში შესვლის და არ ჰქონდათ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტები - ნათქვამია დეპარტამენტის გვერდის განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმებისას რუსეთის მოქალაქეებს აღმოუჩინეს სიმბოლოები აგრესიული ელემენტებით.