საქართველოში თურქეთის ყოფილი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მილოცვა მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს, რომელიც დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
დღეს განსაკუთრებულ პატივს ვგრძნობ, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობდი და ოთხი წლის განმავლობაში თურქეთის ელჩად ვმსახურობდი“, – წერს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.