საქართველოში გასულ წელთან შედარებით აივ/შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაზრდილია და 7000-ს გადააჭარბა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნიზაციის ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2018 წლის 20 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა, რაც 30-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 7032 აივ/ შიდსის მქონე ადამიანი.
„რეგისტრირებული შემთხვევები არ ასახავს ქვეყანაში აივ/შიდსის გავრცელების რეალურ სურათს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივი ექსპერტების ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია. აივ ინფექციების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, რასაც მოსდევს დასავლეთ საქართველოს რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება კახეთში“,- აღნიშნავენ ცენტრში.