თარიღი    დრო

„ვისოლ ჯგუფმა“ ქუთაისში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები გახსნა

საქართველო, თბილისი - 14:47 05.03.2018 1220

„ვისოლი ჯგუფის” შვილობილი კომპანია „MP დეველოპმენტი“ რეგიონებში კომერციული უძრავი  ქონების განვითარებას განაგრძობს  და ქუთაისის ცენტრში, რუსთაველის გამზირის #5-ში, მორიგ კომერციული უძრავი ქონების ობიექტს ხსნის, სადაც „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები განთავსდა.   ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-10, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“  მე-19 ობიექტია. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გარდა ამავე შენობაში „საქართველოს ბანკის“ საბანკო მომსახურების „მეტი ურთიერთობის“  მოდელის ახალი ფილიალიც გაიხსნება. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების ოფიციალურ გახსნას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და „ვენდის“ ამერიკული დელეგაცია დაესწრნენ.

„კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ უკვე რამოდენიმე სავაჭრო ცენტრს ვფლობთ ქვეყანაში, სადაც ძირითადი არენდატორები „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების გარდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - „კარფური“, ქვეყნის წამყვანი ბანკები და სხვადასხვა პროფილის მაღაზიებია. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი დაასაქმა და  ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“  რესტორნები „დრამ შოუს“ ენერგიული წარმოდგენით გაიხსნა და მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. „ვენდიმ“ ახალი რესტორნის გახსნა ახალი მექსიკური  ბურგერის  - “არრრიბას“ და ახალი განსაკუთრებული გემოს მქონე, ჰალაპენიოს სოუსით შეზავებული ქათმის ბურგერის და კარტოფილი ფრის ტრიოს შეთავაზებით აღნიშნა. „დანკინ დონატს“ კი სპეციალურად მხოლოდ ქუთაისის მომხმარებლებისთვის ყავასა და დონატი მენიუზე სპეციალური ფასი ქონდა.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო,  ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” კი „ვისოლ ჯგუფმა“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%