თარიღი    დრო

ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ურყევი ნება, რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი - ლევან იზორია

საქართველო, თბილისი - 14:00 04.30.2018 1031

თქვენ, სამხედროები ასრულებთ ყველაზე ძლიერ და საპატიო ვალდებულებას, რასაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია, - ასე მიმართა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

როგორც იზორიამ ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პრობლემებისა, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ურყევი ნება, რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი.

„მინდა გავიხსენო პირველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც 27 წლის წინ ეს ვალდებულება აიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში. ამ წლების განმავლობაში ქართველმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა, სერჟანტმა აჩვენა თუ რა არის სიმამაცე და აჩვენა მთელ მსოფლიოს თავისუფლების დაცვის მტკიცე ნება. წელს, როდესაც 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ გზაზე რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში ინტეგრირება, რასაც ჰქვია ნატო-ში გაწევრიანება. მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პრობლემებისა, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ურყევი ნება, რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი და ვაჩვენეთ თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ ღირსეული პარტნიორები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის. თქვენთან ერთად კიდევ უფრო ვამყარებთ ჩვენი ქვეყნის დაცვის ვალდებულებას, რამაც მთლიანობაში უნდა უზრუნველყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების ისეთი სიძლიერე, რომ მტერს არ გაუჩნდეს თავდასხმის სურვილი. ჩვენი სიძლიერე არის საფრთხის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება და სწორად ამ ვალდებულების თანმიმდევრულად შესრულებას ემსახურება ის რეფორმები, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი სისტემების მოდერნიზებას“, - განაცხადა იზორიამ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%