სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა აქციის ლიდერს, ნიკოლა პაშინიანს დიალოგისკენ მოუწოდა, რათა თავიდან იქნას აცილებული შეუქცევადი დანაკარგი.
"მე ძალიან ვარ შეშფოთებული, შიდა პოლიტიკურ პროცესებით. რათა თავიდან ავიცილოთ შეუქცევადი დანაკარგები, მე მოვუწოდებ დეპუტატ, ნიკოლა პაშინიანს დაჯდეს პოლიტიკური მოლაპარაკების დიალოგის მაგიდასთან. და ეს უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ“ - აცხადებს პრემიერი.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველთვის პატივს სცემდა და სცემს მოქალაქეთა უფლებებს და მშვიდობიანი აქციას, თუმცა მიმდინარე პროცესებს შესაძლოა მოყვეს არაპროგნოზირებადი შედეგები.
მანამდე პაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს საკითხი მმართველ პარტიასთან საკუთარი პირობებით. მას აქვს მოთხოვნის 4 პუნქტი. გადადგეს პრემიერ მინისტრი, არჩეული იყოს პრემიერი ხალხის მიერ შერჩეული კანდიდატურით, დროებით ხელისუფლების ფორმირება და უნდობლობა მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმების მიმართ მმართველობით საკითხებში, რაც ავტომატურად იწვევს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.