თარიღი    დრო

პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი მიიღო

საქართველო, თბილისი - 20:00 04.16.2018 547

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი იუკია ამანო მიიღო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობა და ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განიხილეს, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების ძირითად წყაროს წარმოადგენს.

აესს-ს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულების რეფორმირების მხარდაჭერა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და სტუმარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მაკა ბოჭორიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი თეა მაისურაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%