თარიღი    დრო

საქმეში არ დევს არანაირი დასკვნა, რომ ხმა ნამდვილად ჩატაევისაა - მარიამ კუბლაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:18 04.16.2018 728

"წარმოდგენილ ჩანაწერზე ექსპერტიზის პასუხი არ არის, საქმეში არ დევს არანაირი დასკვნა, რომ ის ნამდვილად ჩატაევის ხმაა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ტერორისტების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერაში ბრალდებულებიდან, ერთ-ერთის, რუსლან ალდამოვის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

მისი განცხადებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება საქმეს არ უკავშირდება. 

"დღეს დაკითხული მოწმე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და მის ბრალდებასთან მიმართებაში არაფრისმომცემია. ეს შეტყობინება მან ჩატაევისგან დაახლოებით, 2015 წელს მიიღო. დღეს რატომ გახდა ამის გამეორება და გახმაურება საჭირო, არ ვიცი. ამას გარდა, წარმოდგენილ ჩანაწერზე ექსპერტიზის პასუხი არ არის,საქმეში არ დევს არანაირი დასკვნა, რომ ის ნამდვილად ჩატაევის ხმაა. ამ ადამიანმა დაახასიათა და ხაზი გაუსვა ჩატაევის პიროვნებას, პირდაპირ აღნიშნა, ის რომ შეყვარებული იყო ქართველ ხალხზე, ოცნებობდა მას და მის ოჯახს საქართველოში ეცხოვრათ. მოწმემ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩატაევის ცხოვრების შესახებ იცოდა, როცა მას დაურეკა, თუმცა, დახმარების ხელი გაუწოდა", - აცხადებს კუბლაშვილი. 

შემდეგი სხდომა, 18 აპრილს,12:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 6 პირიდან, 4- ს ბრალი ტერორისტებისთვის ხელშეწყობაში, ხოლო 2 პირს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ედება ბრალი, ერთ-ერთს, ასევე ბრალი ედება საქართველოში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%