თბილისში, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, „ისთ ფოინთთან“ მდებარე ღია ეზოში პლასტმასის მილები დაიწვა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ცნობისთვის, კახეთის გზატკეცილზე, საქართველოში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი, “ისთ ფოინთი” გაიხსნა 2015 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა.
სავაჭრო ცენტრი 85 000 მ2 ფართობს მოიცავს და მასში 150-ზე მეტი დასახელების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიაა განთავსებული. კომპლექსში განთავსებულია კავეას 10 კინო დარბაზი და რეგიონში პირველი IMAX ტექნოლოგიის კინო, 12 ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეპტუალური კაფე&რესტორნით და სხვა.
„ისთ ფოინთ“-ის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 3 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.