საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სიმფონიური ზღაპრის - „პეტია და მგელი“ სცენაზე გამოვა.
წარმოდგენა ელისეის სასახლეში 1 მარტს გაიმართება. პოლიტიკოსს სცენაზე მთხრობელის როლში ვიხილავთ.
ღონისძიება იქნება საქველმოქმედო და მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით დაავადებული მოსწავლეები დაესწრებიან. აქციას ორგანიზებას გაუწევს პრეზიდენტის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი. მუსიკას საფრანგეთის რესპუბლიკური გვარდიის ორკესტრი შეასრულებს.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონის შემოქმედება პირველად დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში 2018 წელს მოექცა. როცა გავრცელდა ინფორმაცია რომ მას ახალგაზრდობაში ეროტიკული რომანი ჰქონდა დაწერილი.