თარიღი    დრო

„საქართველოში ვინმე გავაგზავნოთ და მკაცრად ვაგებინოთ პასუხიო“ - რა სახის შეტყობინებებს იღებს ჩაბუქი

საქართველო, თბილისი - 15:06 02.23.2018 809

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მისი ადვოკატები დღეს, 19:00 საათზე პროკურატურაში არიან დაბარებული. ამის შესახებ  „ჯი-ეიჩ-ენს“ ჩაბუქის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა.

„პროცედურული საკითხები უნდა გავიაროთ, რომელიც ჩაბუქის გირაოთი გათავისუფლებას და ასევე, ჩვენს მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას უკავშირდება. მოგეხსენებათ, პროკურატურას ჩაბუქის და მისი ოჯახის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩასმასთან დაკავშირებით მივმართეთ“, - აცხადებს კვიჟინაძე.

მისი განმარტებით, პროკურატურაში ახალი მუქარებიც წარადგინეს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ჩაბუქს ფიზიკური განადგურებით, გატაცებით ემუქრებიან. კვიჟნაძე შიშობს, რომ შესაძლოა, დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს ფიზიკურად თურქეთის რესპუბლიკიდან გაუსწორდნენ.  

„რეალურად ვთვლით, რომ ჩაბუქი და მისი ოჯახის წევრები საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. შესაძლებელია, რომ თურქეთის მხრიდან მასზე თავდასხმა ან მისი გატაცება მოხდეს. სოციალურ ქსელში მის მიმართ გარკვეული სახის მუქარები იქნა გამოქვეყნებული. მას სრული განადგურებით ემუქრებიან. საქართველოში ვინმე გავაგზავნოთ და მკაცრად ვაგებინოთ პასუხიო, ამდაგვარ შეტყობინებებს იღებდა ის.

 კონკრეტულად, თუ ვინ არის ის პიროვნება, ვისგანაც ჩაბუქმა შეტყობინებები მიიღო, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჩაბუქი მას ფიზიკურად არ იცნობს, თუმცა, მისი მონაცემები, რაც სოციალურ ქსელშია, პროკურატურაში წარვადგინეთ“, - აცხადებს ვახტანგ კვიჟინაძე.

შეგახსენებთ, რომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, 19 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.    




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%