"აფგან მუხთარლის საქმეზე დაწყებული გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის", - ამის შესახებ ნათქვამია Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება.
„მუხთარლის მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებით, აზერბაიჯანის პროკურატურა მას საზღვრის უკანონოდ კვეთასა და კონტრაბანდული ფულის გადატანაში ედავება. მუხთარლიმ საკუთარ ადვოკატს განუცხადა, რომ ის გაიტაცა და საზღვარი გადააკვეთინა ქართულად მოსაუბრე რამდენიმე მამაკაცმა, რომელთა შორის ზოგს საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმა ეცვა. ხელისუფლებამ საქმეში ქართველი სამართალდამცავების ჩართულობა უარყო, თუმცა მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის. წლის ბოლოსთვის, მუხთარლი აზერბაიჯანში პატიმრობაში რჩებოდა“, - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.